12 დეკემბერი 2018,   03:52
ვრცლად
180 ობიექტი და შეღავათები ინვესტორებს - თბილისის მერია შეჩერებული მშენებლობების განახლებას გეგმავს

თბილისის მერია შეჩერებული მშენებლობების განახლებას გეგმავს. 180 ასეთი ობიექტიდან დღეს ცნობილი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ობიექტის - „ოლიმპიური ვარსკვლავის“ განახლებისთვის საჭირო პირობები.

დედაქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცენტრალურ მთავრობასთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ინვესტორები შესაბამის შეღავათებს მიიღებენ.

მენაშენეთა ასოციაცია კი კახა კალაძის ინიციატივაში ფარულ საფრთხეებს ხედავს.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე შიშობს, რომ გაუაზრებელი გადაწყვეტილებით შესაძლოა მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ ძველის შეცდომები გაიმეოროს. ირაკლი როსტომაშვლისთვის მიუღებელია ka/2 კოეფიციენტის გაზრდა მხოლოდ რამდენიმე კომპანიისთვის, რადგან ეს ბიზნესს არათანაბარ პირობებში აყენებს. 

დღის ამბები