26 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთს 100 წლის იუბილე ხუთი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ესტონეთს 100 წლის იუბილე, ხუთი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეებს და ფესტივალის სტუმრებს სიტყვით მიმართა და ესტონელ ხალხს 100 წლის იუბილე მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრის დროს, ესტონეთის პრემიერთან და პრეზიდენტთან ერთად,  ნატოს დაგეგმილი სამიტი განიხილა.

„მე შემიძლია, ვთქვა, რომ ეს შეხვედრები, ერთი მხრივ, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერებს შორის ურთიერთობებს აღრმავებს, აგრეთვე გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ ჩვენს კოლეგა პრეზიდენტებთან ვისაუბროთ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, იქნება ეს ევროკავშირის თუ ნატოს მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ოფიციალური ვახშამი ტარტუს უნივერსიტეტის მუზეუმში კერსტი კალიუ ლაიდის სახელით გაიმართა.

მიღების შემდეგ პრეზიდენტები დაესწრნენ გაუ დეა მუსს - ტრადიციულ ფოლკლორულ სტუდენტურ ფესტივალს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.

დღის ამბები