26 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
ქართველი დიზაინერის წარმატება საერთაშირისო ასპარეზზე - ქეთი ჩხიკვაძე პარიზის მაღალი მოდის კვირეულის მონაწილეა

ქართველი დიზაინერის კიდევ ერთი წარმატება საერთაშირისო ასპარეზზე. ქეთი ჩხიკვაძე პარიზის მაღალი მოდის კვირეულის მონაწილეა. ქეთი ჩხიკვაძე 10 წელია პარიზში მოღვაწეობს და ოტ კუწურის დეფილეზე ეს მისი პირველი გამოსვლაა.

ქეთი ჩხიკვაძე ერთ-ერთი პირველია, რომელიც პარიზის მაღალი მოდის კვირეულის მონაწილე გახდა.

ე.წ. ორიენტალ ფეშენ შოუს, რომელიც უკვე 14 წელია არსებობს, ძირითადი დანიშნულება დასავლური სტილისგან განსხვავებული კულტურების წარმოჩენაა.

აღმოსავლეთ ევროპიდან და არაბული ქვეყნებიდან სულ 6 დიზაინერი იყო წარმოდგენილი. ქეთი ჩხიკვაძე აღმოსავლეთ ფეშენ შოუს ორგანიზატორებმა გამორჩეული სტილის გამო შეარჩიეს. მან თავისი კოლექციიდან 10 მოდელი წარადგინა.

ავტორი: თაკო სურგულაძე 

დღის ამბები