02 მაისი 2024,   10:43
ვრცლად
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას, ლევან იზორია გაეცნო

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გაეცნო. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა და სასადილო.

სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება. ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზე იქნება გათვლილი.

„საკონტრაქტო სამსახურისთვის გასაწვევად შერჩეული მოქალაქეები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ საწყისი მომზადების კურსს, ერთჯერადად მიიღებენ 250 ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები