10 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
3 დაშავებული პირი და 6 დაზიანებული მანქანა - ავარია გელოვანის გამზირზე

გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, ავარიაში 6 ავტომობილი ფიგურირებს. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზი. 

დაწყებულია გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუცლის პირველი ნაწილით აღიძრა.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.

ფოტო: სოციალურ ქსელიდან.

დღის ამბები