27 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
გვაქვს გარკვეული უხერხულობა, როდესაც ჯაშუშობაში მსჯავრდებული იგებს ტენდერებს - იზორია დევრიშაძის შესახებ საუბრობს 

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს იმ სახელმწიფო შესყიდვებზე ჰკითხეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულის, პეტრე დევრიშაძის კომპანიას უკავშირდება.

ოპოზიცია დაინტერესდა, როგორ მოხდა, რომ აგენტობისთვის მსჯავრდებული დევრიშაძე თავდაცვის უწყების ტენდერებს იგებდა. "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ლევან იზორიას ჰკითხა, თვლის, თუ არა ამ ფაქტს უწყების ჩავარდნად. 

„ის ფაქტი, რომ ამ წლების განმავლობაში ბატონი დევრიშაძე იგებდა ტენდერებს მიგაჩნიათ თუ არა ეს სერიოზულ ჩავარდნად“- ჰკითხა კანდელაკმა მინისტრობის კანდიდატს.

რაზეც ლევან იზორიამ განაცხადა, რომ კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2005 წელს არის მიღებული . შექმნილ ვითარებას კი ის არა უწყების ჩავარდნას, არამედ ერთგვარ უხერხულობას უწოდებს.

„მე პირადად და ჩვენს გუნდს და ამაზე პრემიერმაც თქვა ეს, რომ გვაქვს გარკვეული უხერხულობა,როდესაც ჯაშუშობაში ან სხვა ტიპის დანაშაულებში მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა, კანონის დაცვით მიიღოს მონაწილეობა გარკვეულ ტენდერებში. მაგრამ ჩვენ კანონს ვერ შევეწინააღმდეგებით", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა

იზორიას განცხადებით, გამოსავალი არსებობს, მხოლოდ საკანონმდებლო შეზღუდვებში. მისივე თქმით, აუცილებელია, მსგავსი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. 

დღის ამბები