27 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
მეშახტეები აქციებისთის ემზადებიან - მოთხოვნა ხელმძღვანელობის შეცვლა და ანაზღაურებების დოკუმენტირად გაფორმებაა

მეშახტეები მინდელის სახელობის შახტის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. ამ მიზნით დღეს ტყიბულში, ამჯერად მუნიციპალიტეტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მასში მონაწილეობას პროფკავშირებიც მიიღებენ. მეშახტეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ, რომელიც პრემიერ-მინისტრის სიტყვიერი დაპირების ოფიციალურად დადასტურებას უკავშირდება. შახტის დალუქვის პარალელურად ისინი შრომის ანაზღაურების მიღების გარანტიებს ითხოვენ.

"პერმანენტულად გაგრძელდება აქციები, სანამ არ იქნება დოკუმენტი, სადაც იქნება მითითებული, რომ ეს ხალხი აიღებენ ხელფასებს მანამ, სანამ გამოძიება არ დასრულდება, მანამ, სანამ რეაბილიტაცია არ დასრულდება,"-აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ლავრენტი ალანია.

დღის ამბები