06 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება

საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ახალი კამპანია - "უხილავნი ჩვენს შორის" წამოიწყო.

კამპანია "ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის დახმარების სახელმწიფო ფონდთან"ერთად ხორციელდება და მისი მიზანი ამ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

კამპანიის ფარგლებში მეტრო რუსთაველის ტერიტორიაზე მოეწყობა არტინსტალაციაც, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალურ ისტორიებზე მოგვითხრობს.

დღის ამბები