10 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
გამოუძიებელი საქმეები - ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა პრემიერს წერილით მიმართავენ 

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე დღეს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ. ისინი მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

შეხვედრაზე განსახილველი საკითხი კი ის გახმაურებული საქმეები იქნება, რომლებზეც დაზარალებულებს საგამოძიებო უწყებებიდან ამ დრომდე პასუხი არ აქვთ. ასეთი ამ ეტაპზე 30-მდე საქმეა. ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე ადეკვატურ რეაგირებას და მართლმსაჯულების აღსრულებას ითხოვენ.

„საქმის მასალებს, რომელიც რეგისტრაციიდან დღემდე შემოვიდა ჩვენთან მივიტანთ სახელმწიფო კანცელარიაში. ეს ადამიანები ითხოვენ დასჯას ყველა იმ პირის, ვისი მხრიდანაც ისინი არიან სისტემის მსხვერპლები.

გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფოს მაღალი პირების ჩართულობის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის შემთხვევაში და მთავარი პროკურორის ჩართულობის შემთხვევაში, ამ საქმეებზე იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული,“-აცხადებს ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით მოქალაქეთა განაცხადების მიღება, გასულ კვირას დაიწყეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები