21 სექტემბერი 2019,   05:32
ვრცლად
ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისიამ ოთხი მოზარდი უკვე დაკითხა

ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისიამ დღეს ოთხი მოზარდი გამოკითხა. სისხლიანი დაპირისპირების შესახებ დამატებით ახსნა-განმარტება დეპუტატებს იმ არასრულწლოვნებმა მისცეს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩხუბში.

მათგან სამი უშუალოდ მონაწილეობდა ჩხუბში, ხოლო მეოთხე მოზარდი არ იღებდა მონაწილეობას ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი, აცხადებს, რომ დღევანდელი დაკითხვის შედეგად მნიშვნელოვანი და აქამდე უცნობი გარემოება არ გამოკვეთილა.

„ვერ გეტყვით, რომ რამე კონკრეტული პასუხი მთავარ კითხვაზე, რაც არის დღეს, ვინმემ პასუხი გასცა, მაგრამ ეს გარკვეული დეტალები გვაძლევენ საშუალებას, რომ ანალიზი გავაკეთოთ სწორად და დასკვნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საგამოძიებო კომისიის წევრი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ მოზარდებს ან არ სურთ მომხდარზე საუბარი ან უჭირთ გახსენება, რადგან მომხდარის შემდეგ გამოძიებამ არ დაკითხა.

ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისია გამოკითხვის ნაწილში მუშაობას ორშაბათს ასრულებს. კომისიის წევრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორშაბათს შევლენ და გამოკითხავენ. მომდევნო კვირიდან კი კომისია მიღებული ინფორმაციის გადამუშავების და დასკვნის მომზადების ეტაპზე გადავა.

დღის ამბები