26 აპრილი 2024,   08:46
ვრცლად
თავდასხმა ლონდონში - ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელებს თავს ჩაქუჩით დაესხა

თავდასხმა ლონდონში - გრინვიჩის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცმა გამვლელებს დაზიანებები ჩაქუჩით მიაყენა, მძიმედ დაშავდა 2 ქალი.

დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი უკვე დააკავეს. ის ბრიტანეთის მოქალაქე, 27 წლის მამაკაცია. მომხდარის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები