02 მაისი 2024,   12:54
ვრცლად
ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველ სხდომას გამართავს

მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, თანამდებობა დატოვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს. 

ამჯერად სხდომას საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, წარუძღვება.

დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია. საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების მეორე ეტაპზე დაშვების შესახებ უნდა იმსჯელონ.

არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ასევე აპირებს მოსამართლეთა შეფასებისა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საბჭოსთვის გადაგზავნილ რეკომენდაციებზე ყურადღების გამახვილებას.

„აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი ხარვეზი მოსამართლეები დანიშვნის პროცესში. მათ შორის, ჩვენთვის მოწოდებული არასრული ინფორმაცია, კანდიდატურათა წარსულთან დაკავშირებით, ქულათა სისტემა დაუხვეწავია, საია-ს აქვს შემოთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ამ კანდიდატურების შეფასების სისტემა. მე, როგორც საბჭოს წევრი, ვფიქრობ, მოვითხოვო დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დავხვეწოთ ის, თუ როგორ და რანაირად ვაფასებთ კანდიდატებს,“ - ამბობს ანა დოლიძე.

დღის ამბები