26 სექტემბერი 2018,   09:46
ვრცლად
"ყველა მოქალაქე, აბსოლუტურად, მოვითხოვთ, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დატოვოს პოსტი," - გრიგოლ ვაშაძე

გორში შვილმკვდარი მამების აქციაზე მომხდარ ინციდენტს, ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი. გრიგოლ ვაშაძე მოითხოვს, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელმაც შვილმკვდარ მამებს აგინა, თანამდებობა დატოვოს. 

„გაერთიანებული ოპოზიცია კი არა საქართველოს ყველა მოქალაქე, აბსოლუტურად, მოვითხოვთ, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დატოვოს პოსტიც, დადოს მანდატიც და გამოვიდეს იქიდან სადაც ეს ადამიანი, არ ვიცი არის თუ არა ადამიანი, ყოფნას არ იმსახურებს. იმ ტრაგედიას რომ თავი დავანებოთ, რაშიც ბატონი სარალიძე და ბატონი მაჩალიკაშვილი იმყოფებიან, მისმა უხამსმა, უტიფარმა ქცევამ აჩვენა ეს ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელი როგორ ეპყრობა და რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მოქალაქეების მიმართ. გორის ძალიან დიდი იმედი მაქვს, აწ ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის დამოკიდებულება საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ ზუსტად ასახავს იმას, როგორ ეპყრობა და რას ფიქრობს „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები