15 ოქტომბერი 2018,   20:15
ვრცლად
ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში - ”ქართული ოცნების” დეპუტატი ენმ-ს დეპუტატს თავს დაესხა

თავდასხმა ოპოზიციის დეპუტატზე. ქუთაისის საკრებულოს წევრს ”ნაციონალური მოძრაობიდან” თავს ”ქართული ოცნების” დეპუტატი იმედა სათინაძე დაესხა. ჩხუბი საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო და დერეფანში გაგრძელდა. უკლებას ცემაში საკრებულოს უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ოპოზიცის წევრი ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია მას სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატუსის გამო გაუსწორდა. უკლება ასევე ამბობს, რომ მმართველი გუნდის გაღიზიანების კიდევ მიზეზი, ქუთაისის მერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც გახდა, სადაც მან ქუთაისის მერს უვიცი უწოდა. 

„ეს იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩემი გაჩუმების მცდელობა, ეს ეხება როგორც ჩემ facebook სტატუსებს, ასევე საკრებულოს სხდომებზე აქტიურობას. იყო რამდენიმე სტატუსი, თუმცა ალბათ, მე ვფიქრობ, რომ წუხელ იყო კულმინაცია, როდესაც ქალაქის მერი ვამხილეთ უვიცობაში, კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მას აერია ერთმანეთში იაკობ ნიკოლაძე და ნიკო ნიკოლაძე და მართლაც ეს არის ტრაგედია, როდესაც ქალაქს მერს ვერ გაურჩევია ეს ორი დიდი მოღვაწე ერთმანეთისგან,“ - განაცხადა გიორგი უკლებამ.

მომხდარის შესახებ საუბრობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეც. გიგა შუშანიას თქმით, , „ქართული ოცნება“ უკვე ღია ძალადობაზე გადავიდა.

„ქართული ოცნება, სამწუხაროდ, გადავიდა ღია ძალადობაზე, მაშინ როდესაც ქალაქ ქუთაისის მერი, საკრებულოსა და „ქართული ოცნების“ ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმომადგენლობა ვერ ართმევს თავს ქალაქის მართვას, ვერ უძლებს კრიტიკას, აქედან გამომდინარე, მან დღეს ორგანიზებულად დაგეგმეს გია უკლებას წინააღმდეგ ეს ძალადობის აქტი. ეს ყველაფერი საკრებულოს სხდომიდან გასვლაც, ჩხუბი ხდებოდა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების თვალწინ და აქედან გამომდინარე, ეს იყო ორგანიზებული ქმედება,“ - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები