26 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
საზოგადოებივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს შეხვედრის ამსახველი კადრების წაშლა - საია-მ პროკურატურას მიმართა 

საზოგადოებივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს შეხვედრის ჩანაწერის წაშლის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საია-მ პროკურატურას მიმართა. საუბარია 12 სექტემბრის შეხვედრის ჩანაწერზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტთა განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ უნდა დაადგინოს იკვეთება თუ არა მომხდარში დანაშაულის ნიშნები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარე, მომხდარში სამეურვეო საბჭოს წევრს, გია იაკობაშვილს ადანაშაულებს.

„მივმართეთ, საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიება დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე.  მიგვაჩნია, რომ საქმეზე იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რაც გულისხმობს, კომპიუტერული მონაცემების წაშლას,“-განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა, მარიამ გოგოსაშვილმა.

თავად იაკობაშვილი განმარტებების გაკეთებას ოთხშაბათს დაგეგმილ საბჭოს სხდომაზე აპირებს, მანამდე კი მედიასთან კომენტარზე უარს ამბობს.

დღის ამბები