26 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
ირაკლი კობახიძის თქმით, ჯაფარიძე ციხეში კანონის დაცვით შევიდა, ხოლო რისთვის მიდიოდა ის სუბელიანთან, ამით კობახიძე არ დაინტერესებულა

მმართველი გუნდი ვერ აკონკრეტებს რატომ გახდა აუცილებელი კვირა დღეს დეპუტატ ჯაფარიძის შეშვება სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარ სუბელიანის მოსანახულებლად. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მის მიერ ნებართვის გაცემით კანონი არ დარღვეულა. უმრავლესობის წევრთა თქმით დეპუტატებს ნებისმიერ დღეს შეუძლია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლა და ამაში საეჭვოს ვერაფერს ხედავენ, თუმცა შევიდა თუ არა ჯაფარიძე, მირზა სუბელიანთან ციხეში პოსტკრიპტუმის ანონსის გასვლის შემდეგ, ამაზე პასუხი არ აქვთ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს საკითხი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

"ბრძანებაა გაცემული, ხუთივე მოხდა რეგლამენტის შესაბამისად"-განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რისთვის სურდა ჯაფარიძეს სუბელიანთან საპატიმროში შესვლა, კობახიძე პასუხობს, რომ ამ თემით არ დაინტერესებულა.

"როდესაც დეპუტატები მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამოწმებს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს,"-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს რომ ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. რაც შეეხება კვირა დღეს, მისი თქმით, დეპუტატებს პატიმრებთან ვიზიტის განხორციელება კვირასაც შეუძლიათ.

"კვირა დღეც არის ის დღე, როდესაც პარლამენტის წევრმა შეიძლება ისარგებლოს ამ უფლებით. ყველა პარლამენტის წევრზე რანაირად მექნება ინფორმაცია, ამ საკითხზე დაწყებულია გამოძიება და გამოძიების ფარგლებში უნდა ველოდოთ შესაბამის პასუხებს,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ანრი ოხანაშვილი კი ამ თემაზე საუბრისას "რუსთავი 2"-ს ადანაშაულებს სიცრუის გავრცელებაში და განმარტავს, რომ ჯაფარიძე სუბელიანთან საპატიმროში კანონის სრული დაცვით იმყოფებოდა.

"ეს არის სასაცილო უკვე, თურმე "რუსთავი 2"-ს აბრალებს ხელისუფლებას, რომ ამ სპექტაკლში მონაწილეობას თუკი მართლა ეს ხელისუფლების წამოწყებულია, მაშინ ისე ვერ მოხდებოდა ვიქტორ ჯაფარიძის შესვლა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ გაეცა ნებართვა? ეს არის იმდენად აშკარა ტყუილი რომ ამას ვერავინ ვერ გაექცევა. ფაქტია რომ კანონის სრული დაცვით მოხდა შესაბამის პირზე ნებართვის გაცემა,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები