06 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ EPP-ის ფარგლებში აღებულ ჩვენს ვალდებულებას ვასრულებთ და პარტია ემზადება მეორე ტურისთვის - უგულავა

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ოპოზიციის ერთიანი საკოორდინაციო შტაბის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. გიგი უგულავას თქმით, „ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სრულ მობილიზაციას მოახდენს.

უგულავა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანა ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დადგება და აუცილებელია, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ EPP-ის ფარგლებში აღებულ ჩვენს ვალდებულებას ვასრულებთ და პარტია ემზადება მეორე ტურისთვის ისევე, როგორც მე ვფიქრობ, ქვეყანა უნდა მოვემზადოთ ახალი პოლიტიკური რეალობისთვის და ერთ-ერთ მთავარი საკითხი, რომელზეც „ევროპული საქართველო“ გაამახვილებს ყურადღებას - ეს არის კონსტიტუციაში ცვლილება, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური წყევლა - საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა დღეს „ქართული ოცნება“. ამ შემთხვევაში პარტიების დაღუპვა არ არის მთავარი, ჩვენ გვინდა, რომ ეს მოჯადოებული წრე გაიხსნას და ქვეყანა განვითარებს გზაზე გავიდეს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიცია არჩევნების მეორე რაუნდისთვის აქტიურ სამზადისს იწყებს. გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტია უპრეცედენტო გაყალბებას გეგმავს და გამარჯვების ერთადერთი გზა ძალთა გაერთიანება და მაქსიმალური მობილიზებაა. 

დღის ამბები