07 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
კანაფის კულტივაცია/ექსპორტი - ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია პატრიარქს ხვდებიან 

კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში.

საქართველოს პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია ხვდებიან.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი და შს მინისტრი საპატრიარქოში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. 

დღევანდელი შეხვედრით მთავრობამ საპატრიარქოსთან კონსულტაციები დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც კანაფის კულტივაცია/ექსპორტს ეხება, სასულიერო პირები აპროტესტებენ. კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დროებით შეჩერებულია, თუმცა ის მთავრობას უკან არ გაუწვევია. 

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ კანონპროექტზე მუშაობის საკითხი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და განხილვების შემდეგ გადაწყდება. 

ორი დღის წინ კი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მთავრობისგან კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვეს. 

 

დღის ამბები