26 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
ლარი გაუფასურების ანტირეკორდს ხსნის - 1 დოლარის ღირებულება 2.75 თეთრს აღწევს 

ლარის გაუფასურების ახალი რეკორდი - სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2 ლარსა და 75 თეთრს აღწევს. მთავრობა ვალუტის გამყარებას უახლოეს დღეებში პროგნოზირებდა, თუმცა ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა.

არსებული მონაცემებით ეროვნული ვალუტა გაუფასურების ახალ ანტირეკორდს ხსნის.

პროდუქტის გაძვირებაზე საუბრობს მოსახლეობა. ანალიტიკოსები კი ქმედითი ნაბიჯების გარეშე, ლარის კიდევ უფრო ვარდნას პროგნოზირებენ.

„ხელოვნურ სუნთქვაზეა ლარი შეერთებული. მთავრობა და ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ლარის კურსის დევალვაცია შეაჩეროს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ ხერხდება რიგი ფაქტორების გამო. ეს ფაქტორები გახლავთ მთელირიგი შეცდომები იმ ეკონომიკური გუნდის მიერ დაშვებული, რომელიც მართავს წლების განმავლობაში ქვეყანას,“- განაცხადა საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.

დღის ამბები