26 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
ლარი რეკორდულად უფასურდება - ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა 

ლარი რეკორდულად უფასურდება და საშიშ ნიშნულს აღწევს - ეროვნულმა ბანკმა დღევანდელი ვაჭრობის შედეგები გამოაქვეყნა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7656 ლარი გახდა.  კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7524 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0132 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1766 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1386 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.038 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

დღის ამბები