26 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
სამაგიდო სიები ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს და სუს-ში წაიღეს - გიორგი ვაშაძე

„სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, მოთავსებული და შემდგომ უნდა განადგურდეს, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს, ჩვენი ინფორმაციით, სუს-ში წაიღეს,"- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში განაცხადეს, სადაც საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება. გიორგი ვაშაძემ მტკიცებულებებიც წარადგინა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამაგიდო სიები სუს-ში მიიტანა, რათა ხელისუფლება ცდილობს, იმ ადამიანების ვიანობა დაადგინოს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო. ვაშაძის განცხადებით, ამით მმართველი პარტია შეეცდება, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს მათი ხმებით მანიპულაცია მოახდინოს.

„ჩვენ მიერ გამოვლენილა კიდევე ერთი დანაშაულებრივი ქმედება დამარცხებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც არჩევნების გაყალბების მიზნით ახორციელებს. ამ შემთხვევაში სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, მოთავსებულია შემდგომ უნდა განადგურდეს, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს, ჩვენი ინფორმაციით სუს-ში წაიღეს მაქინაციების ჩასატარებლად. ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი ვიდეო, აუდიო, ფოტომასალა იმასთან დაკავშირებით, რომ გახსნილია სამაგიდო სიები, მაგალითად კრწანისის საარჩევნო ოლქში. ჩვენ აღვკვეთთ არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლო მექანიზმს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს,“- განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები