15 ნოემბერი 2018,   02:53
ვრცლად
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს - მმართველი გუნდი რასა იუკნევიჩენეს განცხადებას ეხმაურება

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია რასა იუკნევიჩენეს განცხადებაზე. საუბარია  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებაზე საქართველოში ჩატარებული არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით, რომ "ფულით ყველაფერს ვერ იყიდი." რასა იუკნევიჩენე არჩევნებს  თავად აკვირდებოდა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არანაირ სისტემურ დანაშაულს და მითუმეტეს ამომრჩევლის ფულით მოსყიდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„არანაირი სისტემური დანაშაული, მითუმეტეს რომ ფულით მოსყიდვა ამომრჩევლის არ ყოფილა. პირიქით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხშირად  ხდებოდა დასაჩუქრება როგორც ფულადი, ასევე სხვა სახსრებით, ასე რომ ეს არჩევნები შედგა,“-განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ის, რომ ამომრჩეველი ფულზე არ იყიდება, 2012 წლის არჩევნებმა დაამტკიცა, როდესაც  დაასრულა წინა ხელისუფლება. დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ცნობილია, რომ გაუმჯობესებულია საარჩევნო გარემო 2012 წლის შემდეგ.

„თუ კი მმართველი  გუნდი რაიმე მეთოდით აპირებდა რომ რაიმე ფორმით აპირებდა რომ სასურველ შედეგზე გასულიყო  ეს მოხდება პირველ ტურში და არ დაჭირდებოდა მეორე. სწორედ ეს არის დემოკრატიის პირველი მაჩვენებელი,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები