27 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა სიები და ბაგა-ბაღის გათავისუფლებული დირექოტრი - მმართველ გუნდში მომხდარსზე ინფორმაციას არ ფლობენ

ქართულ ოცნებაში #50 ბაგა-ბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, საბავშვო ბაღიდან რაიმე სახის შეტყობინება ან საჩივარი პარტიას არ მიუღია. ის თვლის, რომ ინფორმაცია, რომ ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გვაქვს და არანაირი შეტყობინება ან საჩივარი ჩვენს შტაბში ამის თაობაზე არ შემოსულა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ესეც არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

50 ბაგა-ბაღის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. მისი მტკიცებით, მას ქართული ოცნების მხარდამჭერების სიების მობილიზებას სთხოვდნენ. უარის მიღების შემდეგ კი მას თანამდებობა დაატოვებინეს. 

დღის ამბები