17 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
აშკარად იკვეთება ქალაქის მერის მხრიდან ზეწოლა - არასამთავრობო სექტორი საბავშვო ბაღებში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

დევნა პოლიტიკური ნიშნით - არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია საჯარო სამსახურებში დასაქმებულების წინააღმდეგ ზეწოლის და მათი სამსახურებიდან გათავისუფლების მოტივებზე საუბრობს.

ეს შეფასებები კურიერის ეთერში გასულ სიუჟეტს მოჰყვა, რომელიც 50-ე საჯარო ბაღის დირექტორის პოლიტიკურ დევნას ეხებოდა.

ბაღის დირექტორს საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებდნენ და სთხოვდნენ, მოეხდინა კიდევ 6 ადამიანის მობილიზება, ვინც ხმას სახელისუფლებო კანდიდატს მისცემდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის სკოლამდელები - ჩვენი მომავალი დამფუძნებელი, ინგა გუგავა, ამბობს, რომ ეს შემთხვევა ერთადერთი არ არის, როდესაც დირექტორები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

„ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ აშკარად იკვეთება ქალაქის მერის მხრიდან, კალაძისგან ზეწოლა. ზუსტადაც მისი დავალებებით განხორციელდა ამ ე.წ. დაუმორჩილებელ დირექტორებთან შეჭრა,“ - განაცხადა ინგა გუგავამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თენგიზ გიორგაძე, ამბობს, რომ 50-ე საჯარო ბაღის დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა, რადგან ის ამომრჩეველთა მობილიზებაზე ვერ დაითანხმეს.

„მასშტაბურად არის ეს ფაქტები, ჩვენ ვნახეთ კახა კალაძემ და თბილისის მერიამ დაყო პოლიტიკური ნიშნით ყველა საჯარო მოხელე და დაიწყო მათი სამსახურიდან გათავისუფლება,“ - ამბობს თენგიზ გიორგაძე.

დღის ამბები