08 მაისი 2024,   09:34
ვრცლად
სარდაფში ნაპოვნი პირადობის მოწმობები - დოკუმენტის მფლობელების უმეტესობა გარდაცვლილია 

დიდი ოდენობით ყალბი პირადობის მოწმობები გაერთიანებული ოპოზიციის ლანჩხუთის შტაბის ხელმძღვანელმა სარდაფში შემთხვევით იპოვა. კახა ასკურავა ამბობს, რომ საკუთარი წყაროებით პირადობის მოწმობების იდენტიფიცირებას შეეცადა და აღმოაჩინა, რომ ყველა მფლობელი გარდაცვლილია.

„რუსთავი 2“-ის გადამღებმა ჯგუფმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ოჯახს მიაკვლია, სადაც დაადასტურეს, რომ პირადობის მოწმობაზე მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრი იყო აღბეჭდილი, რომლიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

ყალბი მოწმობების დაბეჭდვის შესახებ, არჩევნებისა და ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სამი დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე საუბრობდა.

ბრალდებას, რომ პირადობის მოწმობები ახალი დაბეჭდილია და მათი გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად მოხდა, უარყოფენ იუსტიციის სამინისტროში.

გაერთიანებული ოპოზიციის ლანჩხუთის შტაბის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა ვარაუდობს, რომ არსებობდა ყალბი სიები.

„სავარაუდოდ, არსებობდა ყალბი სიები, საზღვარგარეთ წასული ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ მივიდოდნენ უბანზე და ადამიანები, რომლებიც იყვნენ გარდაცვლილები და ისინიც არასოდეს არ მივიდოდნენ უბანზე და მივიდა ვიღაც მესამე და მან მისცა ხმა ორჯერ ან სამჯერ სხვადსხვა უბანზე,“ - ამბობს კახა ასკურავა.

კახა ასკურავა ფიქრობს, რომ ყალბი პირადობები იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კეთდებოდა და მისი თქმით, უმჯობესია პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება. ის პროკურატურაში ხვალ 12:00 საათზე ადვოკატთან ერთად მივა.

 

დღის ამბები