26 აპრილი 2024,   22:51
ვრცლად
საშიში პირების სია - პოლონეთის ხელისუფლებამ კლიმატის ფორუმის მონაწილე ნუგზარ კოხრეიძე ქვეყანაში არ შეუშვა

პოლონეთის ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კლიმატის ფორუმზე დასწრებას აპირებდნენ, ქვეყანაში არ შეუშვა. ადგილობრივი გაზეთის ცნობით, მესაზღვრეებმა სამოქალაქო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი არ გაატარეს, მათ შორისაა ქართული დელეგაციის წევრი ნუგზარ კოხრეიძე. ის კატოვიცეს აეროპორტში გასულ ღამეს საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს და უთხრეს, რომ მისი სახელი საშიში პირების სიაშია. სამართალდამცველებმა მას ორი ვარიანტი შესთავაზეს - უკან გაბრუნებულიყო საქართველოში და პოლონეთში მოგვიანებით ჩასულიყო, უარის შემთხვევაში კი დეპორტაცია დაემუქრებოდა და 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალებოდა. პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით აქტივისტების დაკავება "მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ" ახალ კანონს უკავშირება, რომელიც კლიმატის კონფერენციამდე მიიღეს. ახალი რეგულაცია აქციების ჩატარების აკრძალვასთან ერთად, ხელისუფლებას კონფერენციის მონაწილეების პირადი მონაცემების მოძიების უფლებას აძლევს. 

დღის ამბები