26 მარტი 2019,   19:35
ვრცლად
თბილისი, თელავი, წინანდალი - პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სამი ლოკაცია სახელდება

პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება გრძელდება. საორგანიზაციო კომისია მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კიდევ ერთ შეხვედრას მართავს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ განიხილავენ ტექნიკურ დეტალებს. მათ შორის მიმდინარეობს მსჯელობა სტუმრების შესახებაც. არსებული ინფორმაციით ინაუგურაცია სამ ლოკაციაზე იქნება. ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თელავში,  ერეკლეს სასახლეში. საღამოს  კი მიღება იქნება წინანდალში. კომისია მსჯელობს მესამე ლოკაციაზე, ანუ თბილისის ნაწილზე. ეს არის თავად სალომე ზურაბიშვილის სურვილი. მას სურს, რომ ფიცის დადებამდე მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი მოინახულოს. 

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, სტუმრების ზუსტი სია თუ ვინ დაესწრება ინაუგურაციას სხვადასხვა ქვეყნებიდან, მისთვისაც უცნობია.

„ვინ დაესწრება უცხოეთიდან ამას ველოდებით. იმიტომ, რომ ეხლა წავიდა ეს მოსაწვევები ოფიაციალური როგორც ხდება და პასუხები უნდა მოვიდეს ხვალიდან. დღეს შაბათ-კვირა არის და ალბათ ხვალიდან უნდა გვქონდეს პირველი პასუხები ოფიციალური დასწრება როგორი იქნება. ყველას ველოდებით. ესეც არის ოფიციალური ნაწილი, რომელიც პროტოკოლიდან გადის, ანუ ყველა ვინც პარლამენტში, კომიტეტების  თავმჯდომარეები, ოპოზიცია, უმრავლესობა, უმცირესობა  ფრაქციები და ა.შ. ლოკაციების საკითხებიც ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. ყველაფერზე ვმუშაობთ ერთდროულად,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. 

დღის ამბები