26 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
დაგროვებითი პენსია - მესამე სექტორს საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებთან კითხვები აქვს

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შემდეგ დაგროვებით საპენსიო რეფორმას არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობს. შეხვედრა ერთი საათის წინ დაიწყო.

მთავარი კითხვა, რომელიც ექსპერტებს აქვთ, ფონდში დაგროვებული თანხის წარმართვას და ინვესტირებისას მის დაცულობას ეხება.

ეკონომისტი, გიორგი პაპავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, თავად საპენსიო ფონდის მენეჯმენტისგან დეტალური ინფორმაციის მიღება აქტივების განთავსებასთან დაკავშირებით. პაპავა ასევე ამბობს, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, როგორ დაიცავს ქვეყანა თავს იმისგან, სახელმწიფომ არ მოახდინოს აღნიშნული თანხების არამიზნობრივი გამოყენება.

საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციების სანდოობასთან დაკავშირებით აქვს კითხვები ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის წევრს, ანდრო გვიდიანს.

ეკონომისტების და ოპოზიციის კითხვებს საპენსიო ფონდის თავმჯდომარე, ლევან სურგულაძე პასუხობს და ამბობს, რომ რეფორმის განხორციელების ვადების გადასინჯვა არ იგეგმება. სურგულაძე ამბობს, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადებში დაიწყებს ფონდი მუშაობას.

„შეიქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც იქნება დაკომპლექტებული მაღალი დონის სპეციალისტებით. ასევე, სააგენტოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნება დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურები,“ - განაცხადა სურგულაძემ.

დაგროვებითი პენსიის სისტემა იანვრიდან ამოქმედდება. დასაქმებულებისთვის, ვინც მიმდინარე წლის 6 აგვისტომდე 40 წელი არ ჰქონდა შესრულებული, პროგრამაში მონაწილეობა სავალდებულოა. მათ პენსიისთვის ხელფასიდან ყოველთვიურად 2 პროცენტი ჩამოეჭრებათ, ამდენივეს გადარიცხავს ფონდში დამსაქმებელი კომპანია და სახელმწიფო.

დღის ამბები