26 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
დაპირისპირება გურჯაანში - ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს მომიტინგეებს გადაადგილების საშუალება მისცეს

გურჯაანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, სადაც რამდენიმე საათია ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან და უშედეგოდ ცდილობენ გზა თელავისკენ გააგრძელონ, ომბუდსმენი.

გურჯაანში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა თავისუფლად გადაადგილება თავისუფლად თელავის მიმართულებით მანიფესტაციის გამართვის მიზნით.

ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის აპარატი აკვირდება მოვლენებს და შეისწავლის და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,”-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები