06 მაისი 2024,   23:08
ვრცლად
ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა" - ზურაბიშვილი დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობდა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დროშის აღმართვის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში, ათონელის ქუჩაზე გაიმართა.

ცერემონიაში სამხედროებთან ერთად ქვეყნის მე-5 პრეზიდენტიც მონაწილეობდა. დროშა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღიმართა.

 საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო დროშის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ დროშა ქვეყნისთვის არის მისი ისტორიის ამსახველი.

„სახელმწიფო დროშა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მე ვარ ძალიან ასევე ბედნიერი, რომ ამაზე მიწევს თქვენთან საუბარი, ახალგაზრდებთან, რამე თუ ეს დროშა არის თქვენი მომავლის დროშა, ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა და დროშა ყოველთვის სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის, ერისთვის არის მისი მთელი ისტორიის ამსახველი. თქვენ იცით, ჩვენ ვიცით, რომ არა ერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ ქართველები, იცავდნენ თავიანთ სახელმწიფოს. მე პირადად გავიზარდე სამფეროვანი დროშის ქვეშ უცხოეთში, როცა იმას არ ჰქონდა ის დატვირთვა სახელმწიფო დროშის და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ექნებოდა ხელახლა სახელმწიფო დროშა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები