07 მაისი 2024,   09:28
ვრცლად
მორიგი თავდასხმა მესამე სექტორზე - სოციალურ ქსელში არასამთავრობოების მიმართ შავი პიარის კამპანია კვლავ გააქტიურდა

მორიგი თავდასხმა მესამე სექტორზე - მოსამართლეთა სიის კრიტიკის პარალელურად, სოციალურ ქსელებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ შავი პიარის კამპანია გააქტიურდა.

თითქმის პარალელურ რეჟიმში იქმნება არაერთი გვერდი, რომელიც მესამე სექტორის წევრების დისკრედიტაციას და ხშირ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ და სიძულვილის ენის შემცველ მასალას მოიცავს.

ტროლების თავდასხმის ობიექტები ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც ხელისუფლებას და სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობას ღიად აპროტესტებენ.

სწორედ ამიტომ, მესამე სექტორი და სახალხო დამცველიც ვარაუდობენ, რომ ორკესტრირებული შეტევის უკან სწორედ ხელისუფლება დგას და ისინი ტროლების მეშვეობით, არასამთავრობოების ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენენ.

დღის ამბები