„მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის გრანდიოზულ ფინალამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. მერვე, ბოლო ლაივკონცერტზე მაყურებელი და ჟიური ყველაზე ეროვნული პროექტის მეორე სეზონის გამარჯვებულს ერთობლივად გამოავლენენ.
"რუსთავი 2-ის" გადაწყვეტილებით, დღევანდელი საღამო ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის ხსოვნას მიეძღვნება.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ოთხი მონაწილე ორ-ორ სიმღერას შეასრულებს.