27 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
თვითონ ბესელია და კანონპროექტის ავტორები, არ არიან ის ადამიანები, ვინც არ იციან კონსტიტუცია - გიორგი ვოლსკი

„თვითონ ეკა ბესელია და ავტორები კანონპროექტისა, არ არიან ის ადამიანები, ვისაც არ ესმით ან არ იციან კონსტიტუცია ან კანონები,“ - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი თანაგუნდელებს შორის არსებულ მორიგ დაპირისპირებას.

ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის მხრიდან კრიტიკა საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაიმსახურა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 5 წლის ვადით გადადებას ითვალისწინებს.

გიორგი ვოლსკის თქმით, არც ვანო ზარდიაშვილმა იცის, თუ რეალურად, რა შინაარსის კანონპროექტია წარდგენილი პარლამენტში და შეფასებები, დეპუტატის თქმით, მხოლოდ ინიციატივის განხილვის შემდეგ უნდა გაკეთდეს.

„თვითონ ეკა ბესელია და ავტორები კანონპროექტისა, არ არიან ის ადამიანები, ვისაც არ ესმით ან არ იციან კონსტიტუცია ან კანონები, ასე რომ მათ აქვთ თავისი მოსაზრებები და ეს მოსაზრებები აუცილებლად უნდა მოვისმინოთ. არსებობს კონსტიტუციური ნორმები, ვთქვი, რომ ადამიანებმა, ვინც შემოიტანეს ეს კანონპროექტი, გამორიცხულია რომ არ იცოდნენ. აქედან გამომდინარე, თუკი წინააღმდეგობა მე მეჩვენება და უმრავლესობის უმრავლესობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ არგუმენტებს,“ - ამბობს ვოლსკი.

დღის ამბები