27 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
"ეს ყველაფერი უფრო სპეკულაცია მგონია" - მმართველი გუნდი მოსამართლეების ფეშენებელურ სახლებში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს

მოსამართლეების ფეშენებელური ვილები და სახლები - მმართველი გუნდი შაბათის კურიერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება.

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეთა ძვირადღირებულ და ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელ ქონებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.

როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, მოსამართლეების ქონების წარმომავლობასთან მათ არანაირი შეკითხვები არა აქვთ.

„ნამდვილად საამაყოა იმ კუთხით, რომ ჩვენთან იყოს რაიმე კორუფციის ნიშნები, ეს არ არსებობს.  არაერთი კვლევით იყო დადგენილი. ეს პირადად მე, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კვლევებიდან ვიცი, დანარჩენი მე ეს სიუჟეტი არ მინახავს. მე ეს ყველაფერი უფრო სპეკულაცია მგონია,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები