26 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
"ეს არის პირდაპირი ჩარევა სამინისტროსი და ოლიმპიური კომიტეტის,"- ხაბარელი დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის მოთხოვნაზე საუბრობს

ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის დახურულ სხდომაზე სპორტის მინისტრის მოადგილის, შალვა გოგოლაძის მიერ დაყენებულ მოთხოვნას ევროპის ჩემპიონის ზურა დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის შესახებ, გაუმართლებლად მიიჩნევს შოთა ხაბარელი. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ კონკრეტულ დარღვევებზე გადაწყვეტილება მხოლოდ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა უნდა მიიღოს, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტისა და ევროპის ჩემპიონის დაპირისპირების საკითხს სავარაუდოდ 23 თებერვალს განიხილავს. შოთა ხაბარელის თქმით, მსგავს გადაწყვეტილებებში ჩარევა არც სამინისტროს და არც ოლიმპიური კომიტეტის პრეროგატივაა.

"ეს არის პირდაპირი ჩარევა სამინისტროსი და ოლიმპიური კომიტეტის, აქედან გამომდინარე ის საუბრობდა გოგოლაძე სადისციპლინო კომისიას უნდა გამოეტანა გადაწყვეტილებაო, არა სამინისტროს ან კიდევ ოლიმპიურ კომიტეტს, არავის არ ვამართლებ მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში,"-აცხადებს შოთა ხაბარელი.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის დახურული სხდომის ფარული ჩანაწერი "კურიერმა" გუშინ გაასაჯაროვა.

დღის ამბები