26 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
პროცედურული ომი პარლამენტში - დეპუტატები კენჭისყრის დაწყებას ითხოვენ

პროცედურული ომი პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა, თუმცა მალევე შესვენება გამოცხადდა.

სხდომას ზვიად ძიძიგური თავმჯდომარეობს, ირაკლი კობახიძე ამ წუთებში სხდომათა დარბაზში არ იმყოფება. სწორედ ამას მოჰყვა პარლამენტში პროცედურული ომი.

ოპოზიცია მოითხოვდა ძიძიგურისგან, რომ მას კენჭისყრაზე დაეყენებინა ეკა ბესელიას ინიციატივა. დეპუტატების ნაწილი კი ირაკლი კობახიძის დარბაზში დაბრუნებას ელის. 

„სხდომის წამყვანი ვარ და სხდომას ვაგრძელებ,“ - ამბობს ძიძიგური. 

დეპუტატების ნაწილმა სხდომის გადადებაც კი მოითხოვა ირაკლი კობახიძის დარბაზში დაბრუნებამდე.

პარლამენტში ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების საკანონმდებლო ინიციატივა კამათის ფონზე წარიმართა. კანონპროექტი პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადავადებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. 

 

დღის ამბები