02 მაისი 2024,   15:38
ვრცლად
"კურიერმა" იმ ფეხბურთელების ვინაობა გაარკვია, რომლებიც თურქეთში, ქურდობის ბრალდებით დააკავეს

"კურიერმა" იმ ფეხბურთელების ვინაობა გაარკვია, რომლებიც თურქეთში, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბ “ცხინვალის” ფეხბურთელები, ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრიდან სხვადასხვა სპორტული საქონლის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულები არიან:

1.გიორგი ბუხაიძე;

2. კახა კახაბრიშვილი;

3. გურამ მინდორაშვილი;

4. პაპუნა მოსემღვდლიშვილი;

5. დათა სიჭინავა.

მაღაზიის გაქურდვა პერსონალმა დღის ბოლოს აღმოაჩინა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა. გამოძიებამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა, რის შედეგადაც საქართველოს 5 მოქალაქე, დასახლება ბელეკის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს. სპორტსმენები, ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ.

დღის ამბები