03 მაისი 2024,   03:15
ვრცლად
განხეთქილება "ქართულ ოცნებაში" - გედევან ფოფხაძე დღეს განცხადებას გააკეთებს 

დიდი პოლიტიკური გადალაგება პარლამენტში. სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გადაწყდება როგორ გადანაწილდება პოლიტიკურ ძალთა ბალანსი საკანონმდებლო ორგანოში.

"ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე დაკარგა. მმართველი გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებს გედევან ფოფხაძე. ის ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა პარტიის რიგებში აღარ ირიცხება.

ე.წ. მეამბოხეები მიმდინარე კვირას მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტის შეტანას გეგმავენ. კონსულტაციებში მონაწილებდა ბექა ნაცვლიშვილიც, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა საპენსიო რეფორმის ჩავარდნის გამო პარასკევს დატოვა. ამ დრომდე უცნობია შეინარჩუნებს თუ არა ნაცვლიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს.

"ვითანამშრომლებ რიგ საკითხებზე იმ დეპუტატებთან, რომლებმაც დატოვეს დატოვეს უკვე საპარლამენტო უმრავლესობა. განსაკუთრებით იმ მაგალითად, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს. 

მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით იყო შეხვედრა. ამიტომ ვიცი ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამ კრიტერიუმებს გავეცანი, მაგრამ ის პირველადი ვარიანტი რაც არის, მგონი ძირეულად არ უნდა შეიცვალოს,"-განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები