02 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
პერსონალური მონაცემების სრულყოფილად დაცვა ქვეყანაში ისევ არ ხდება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში 

პერსონალური მონაცემების სრულყოფილად დაცვა ქვეყანაში ისევ არ ხდება. ამის შესახებ ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ინსპექტორის წარმომადგენლებმა შეამოწმეს ყველა სახელმწიფო უწყება და დაასკვნეს, რომ ხშირია შემთხვევები როდესაც ხდება იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც წესით დაცული უნდა იყოს, მათ შორის ეს უკავშირდება არასრულწლოვნებს. ამის გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რამდენიმე უწყებას სანქციები დაუწესა. უფრო კონკრეტულად კი რომელი სახელმწიფო ორგანოები მოხვდნენ ვრცელ დასკვნაში მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც ანგარიში სრულად გასაჯაროვდება.

დღის ამბები