27 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
"ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება, ჩვენი სული" - ილია მეორემ მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა   

სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა. ლიტურგიის შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის, მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საგანგებო ღვთისმსახურება, რომელიც მიტევების დღეს უკავშირდება საღამოს 07:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც ილია მეორე მრევლსა და სასულიერო პირებს შენდობას სთხოვს.

შენდობის დღეს, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს და ის ყოველთვის დიდ მარხვის წინა დღეს აღინიშნება. 

„დღეს საღამოს იქნება შენდობის წესი. ასე, რომ მობრძანდით და მიიღეთ შენდობა. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება, ჩვენი სული, დავiნახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას,“ - განაცხადა ილია მეორემ.

 

დღის ამბები