27 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
შესაძლოა ამ კიბერთავდასხმის მიზანი ყოფილიყო კონკრეტული კლიენტების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება - აბესაძე TBC-ზე 

„თიბისი ბანკზე“ განხორციელებული კიბერთავდასხმის დროულ გამოძიებას ითხოვს ოპოზიცია. საქმე ეხება, 5 თვის წინ ბანკზე მომხდარ შეტევას ფაქტს, რა დროსაც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, ჰაკერებმა ბანკზე კარგად ორგანიზებული იერიში მიიტანეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ კიბერშეტევა იმ ორკესტრირებული თავდასხმის ნაწილი იყო, რომელის სამიზნეც დღეს „თიბისი ჯგუფია“.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ბანკზე ორკესტრირებულ შეტევას ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

აბესაძე არ გამორიცხავს, რომ კიბერთავდასხმის მიზანს ბანკის კონკრეტული მომხმარებლის ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება წარმოადგენდა.

Image result for ირაკლი აბესაძე„თიბისი ბანკმა“ უზრუნველყო, რომ დაედგინა კონკრეტული მისამართი, თუ საიდან განხორციელდა კიბერშეტევა, დაედგინა ადამიანების სახელები და გვარები, ვინ მუშაობს იქ, დაედგინა ამ, ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი - ბატონი კოკა ყანდიაშვილი, რომელიც პირდაპირ კავშირში არის „ქართულ ოცნებასთან“ და სწორედ ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალი ჩვენ გვაჩვენებს თუ როგორ არის მართლაც აწყობილი ის ორკესტრი, რომელიც ივანიშვილის დაკვეთით მუშაობს "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ - ბატონი გახარია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ PR ჯგუფი, ბატონი კოკა ყანდიაშვილი, მათ მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებსაც შესაძლებელია ხელფასს მათ შორის, ბიუჯეტიდანაც უხდიდნენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, სწორედ მოქმედებენ თიბისი ბანკის წინააღმდეგ და მოქმედებენ "თიბისი ბანკის" კლიენტების წინააღმდეგაც, ვინაიდან შესაძლებელია, ამ კიბერთავდასხმის მიზანი ყოფილიყო კონკრეტული კლიენტების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვების ინტერესიც,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ე.წ. "ტროლების ფაბრიკა", „კურიერის“ ინფორმაციით, რუსთაველის 12 ნომერში იყო განთავსებული, სადაც ხელისუფლების დაკვეთით ყალბი ახალი ამბები იქმნებოდა.

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ბანკზე ორკესტირებული შეტევა მათ შორის კიბერთავდასხმითაც განხორციელდა, რის შესახებაც საგამოძიებო უწყება საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე წინ არ წასულა.

ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა კი შეტევის განეიტრალება მოახერხა და დაადგინა ის IP მისამართები, საიდანაც შეტევა დაიწყო. 

დღის ამბები