06 მაისი 2024,   22:28
ვრცლად
მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, თუმცა პრობლემების მთელი რიგი არსებობს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

შეერთბული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანების უფლებების შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ვრცელ განმარტებას აკეთებს.

უწყების მაღალჩონოსნის მაიკლ კოზაკის განცხადებით, დოკუმენტში მოყვანილ მონაცემებს შეერთბული შტატების აღმსარულებელი ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დროს იყენებს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კოზაკი ადასტურებს, რომ საქართველოში პრობლემების მთელი რიგი არსებობს.

„ჩვენ ვამზადებთ ანგარიშებს, რადგან შეერთებული შტატების კონგრესს უნდა რომ იცოდეს, ვისთან აქვთ საქმე, როდესაც იღებს გადაწყვეტილებებს სხვდასხვა ქვეყნებისთვის დახმარების გაწევის, ვაჭრობისა და სხვა საკითხების შესახებ. ანგარიშებს ასევე იყენებს აღმასრულებელი ხელისუფლება. საქართველოში, თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემების მთელი რიგი არსებობს. თუმცა, მიმაჩნია რომ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მცდელობების ყველა ფრონტზე. ქვეყანაში კვლავ ბევრი საკითხია, რომელიც შეიძლება გაუმჯობესდეს და ეს არის ის, რის გაკეთებისკენ ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ არსებობს ქმედებები, რომლებიც მათ შეუძლიათ ვითარების გასაუმჯობესებლად განახორციელონ. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, პრობლემები არსებობს,”- აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს უფროსი მრჩეველი, ელჩი მაიკლ კოზაკი.  

დღის ამბები