24 მარტი 2019,   15:57
ვრცლად
„ეს იყო პირდაპირ მიზანმიმართული ირაკლი ალასანიას და „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ" - ლევან სამუშია ე.წ. კაბელების საქმეზე

„ეს იყო პირდაპირ მიზანმიმართული ირაკლი ალასანიას და „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ, ამას ვერც მალავდნენ და ვერც დამალავდნენ,“- ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ე.წ. კაბელების საქმეს. მისი აზრით, ე.წ. კაბელების საქმე რეალურად ალასანიას და ზოგადად „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი შეფასებით, ამ საქმეში პოლიტიკური მოტივები თავიდანვე გამოიკვეთა. 

ლევან სამუშიას თქმით, ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საიდუმლო საქმის მასალებზე საჯაროდ საუბრობდა, თუმცა მას, როგორც ადვოკატს მასალებთან წვდომა არ ჰქონდა. სამუშიას განმარტებით, ამის გამო, გამოძიება უნდა დაწყებულიყო და ივანიშვილი დაკითხულიყო, თუ საიდან ჰქონდა მასალებზე წვდომა, თუმცა ის სამართალდამცველებმა არ დაკითხეს.

ლევან სამუშია-ის სურათის შედეგი„შემდეგ ჩვენ ვნახეთ კობახიძის განცხადება, რომ ისიც თურმე იცნობდა საქმის მასალებს. თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული საქმე იყო. თავისუფალ აზრს ამ შემთხვევაში დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალას და პიროვნებას და პერსონალიებს ვერ გუობს ივანიშვილი და აქედან გამომდინარე, მისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო და ირაკლი ალასანიაც საუბრობდა, რომ ეს ხალხი გამოუშვით გარეთ, ჩემთან გაქვთ საქმე და აგერ ვარ, ნუ გყავთ ეს ადამიანები ტყვეობაში.

"როდესაც ივანიშვილი საიდუმლო საქმის მასალებზე, ვთქვით, რომ საიდან იცის ამ ადამიანმა საქმის მასალები, როცა იმ დროს მე ადვოკატს არ მაცნობდნენ საქმის მასალებს, პროკურატურა. ადამიანი სრულიად უკანონოდ საქმის მასალებს გვიყვებოდა. ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ინფორმაცია. უნდა გაჩენილიყო კითხვები, დაწყებულიყო გამოძიება, თუ ვინ მიაწოდა ივანიშვილს საქმის მასალები, უნდა დაკითხულიყო ივანიშვილი. დაკითხა ვინმემ? არავინ“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება  ცოტა ხნის წინ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა. დავით ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის დაკავებას გეგმავდა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დეტალები გაიხსენა, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობდა და სადაც განხილვის მთავარი თემა ირაკლი ალასანია და ე.წ. კაბელების საქმე იყო. 

 

დღის ამბები