26 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
დღეიდან თბილისს ექნება ახალი გენგეგმა, ქალაქის განვითარების სახელმძღვანელო - კალაძე

დედაქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცებით საკრებულო უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას - ეს განცხადება, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. 

კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გენგეგმის დამტკიცების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ თბილისის მიწათმოქმედების გეგმა იქნება ქალაქის განვითარების სახელმძღვანელო. 

მისივე თქმით, ამ დოკუმენტის მიღებით საკრებულო უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას. 

დედაქალაქის მერის თქმით, 20-25 წლის განმავლობაში ქალაქში უამრავი პრობლემა დაგროვდა, თუმცა ყველაზე მთავარი რაც პრობლემების სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვის და ერთიანი ხედვის არარსებობაა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა მართვის პოლიტიკით და სწორი რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად.

Image result for კალაძე„რა თქმა უნდა წლობით დაგროვებულ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა. ჩვენ ამას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით  დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას,“-აცხადებს  კახა კალაძე.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ. ოპოზიცია გენ.გეგმას მხარს არ უჭერს და ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტების პროტესტის მიზეზი, საბოლოო დოკუმენტში შეტანილი ზონალური ცვლილებებია. ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკურის ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ოპოზციის მტკიცებით გენ.გეგმის პროექტის მიხედვით, ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანიის სასარგებლოდ კი სტატუსს უცვლიან მზიურის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონას და აქ კორპუსების ჩადგმა იქნება შესაძლებელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები