27 ივნისი 2019,   09:11
ვრცლად
ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოშია

იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია. ნატო-ს გენერალური მდივნის თვითმფრინავი შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. სტოლტენბერგი ხვალიდან ოფიციალურ შეხვედრებს დაიწყებს. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს.

ნატო-ს გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებსაც დაესწრება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობენ.

იენს სტოლტენბერგს თბილისის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. დავით ზალკალიანმა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

დავით ზალკალიანი-ის სურათის შედეგი

„ვიზიტი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ და მთლიანად, ერთი კვირა არის უაღრესად ინტენსიური, ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში. ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, რომელიც ასევე ემთხვევა ნატო-ს სწავლებას და ეს სწავლება პირველია, რომელიც წვრთნისა და შეფასებების მისიის ეგიდით. ამავე კვირაში, ჩვენ გვაქვს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა საქართველოში. საქართველოს ეწვევა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტის წარმომადგენლობა, საკმაოდ მაღალი და ამავე კვირაში, მე მექნება ბრიუსელში ნატო -საქართველოს საბჭოს ფარგლებში, ცალკე შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება შავი ვის უსაფრთხოების საკითხებს. ერთ კვირის განმავლობაში, ასეთი ინტენსივობით და ასეთი დატვირთვით ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში საქართველოს დღის წესრიგში ყოფნა, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ პრიორიტეტულია საქართველო ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ალექსანდრე მაისურაძემ.

ალექსანდრე მაისურაძე-ის სურათის შედეგი

„ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ვიზიტია, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ეგიდით განხორციელდება წვრთნები საქართველოში. ეს კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა, თუ რამდენად წარმატებულად ხორციელდება ნატო-საქართველოს ერთობლივი ღონისძიებათა პაკეტი,“ - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

 

დღის ამბები