27 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა - ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი შესაძლოა დღეს გამოიტანონ

სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში - შესაძლოა დღეს ბრალდებულ მალხაზ კობაურის ვერდიქტი გახდეს ცნობილი. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, დასკვნითი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

არ არის გამორიცხული დასკვნითი სიტყვის უფლება თავად მალხაზ კობაურმაც გამოიყენოს.

ადვოკატი მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობს, კობაურის სკანდალურ ჩვენებას კი ზეწოლის შედეგს უწოდებს.

„სიუჟეტი სადაც კობაური, ე.წ. აღიარებს და საუბრობს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც რეალურად არ ყოფილა და თავად პროკურატურას არ ჯერა ამ ყოველივეს. ეს იყო დადგმული სპექტაკლი რა თქმა უნდა,“-აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის გამო მალხაზ კობაურს 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები