06 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
რაგიმ ასკიმოვის დაკავებას ენმ ოპოზიცია პოლიტიკურ დევნას უკავშირებს

მარნეულის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის - რაგიმ ასკიმოვის, დაკავებას, ნაციონალური მოძრაობა დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თანაგუნდელის საქმეს ოპოზიცია პოლიტიკურ დევნას უკავშირებს და ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, რაგიმ ასკიმოვს არ შეეძლო ვინმეს დასაქმება. შესაბამისად, ქრთამის აღების მოტივაცია არ არსებობს. ხელისუფლების მთავარი მიზანი კი ოპოზიციის წევრების რაოდენობის შემცირებაა, რასაც ოპონენტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნით აკეთებს. 

დღის ამბები