02 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
"ქობულია ვიცი იმიტომ, რომ გაქურდეს და წულუკიანი, რომელიც ბოროტების განსახიერებაა" - სააკაშვილი მინისტრებს დიდ ნაწილს ვერ სცნობს

მიხეილ სააკაშვილი მინისტრთა მოქმედი კაბინეტის შემადგენლობის დიდ ნაწილს ვერ სცნობს.

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კვირის აქცენტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ვინმემ რომ ჰკითხოს, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, მან სახელი და გვარი ვერ გაიხსენოს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მხოლოდ რამდენიმე მინისტრმა დაამახსოვრა მას თავი.

„შეიძლება, მართლა ვერ გამეხსენებინა, ვინ არის პრემიერ-მინისტრი. ქობულია ვიცი, ისიც იმიტომ, რომ გაქურდეს ამასწინათ. იმიტომ, რომ დამამახსოვრა თავი, ყველაფერი კარგად არისო. წულუკიანი ვიცი იმიტომ, რომ ბოროტების განსახიერებაა. წულუკიანს სძულს მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით საქართველო. ჰააგაში ლობირებს, რომ ქართველი სამხედროები  დაიჭირონ. მე ეს ვიცი ზუსტად. ეს თუ თვითონ არ გინდა, ამის გაკეთება შენი ქვეყნისთვის რომ ჩვენი ოფიცრები გაასამართლონ თავდაცვით სამართლიან ომზე, ეს არის ისეთი გადახრა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები