07 მაისი 2024,   03:19
ვრცლად
მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მონასტერთან მდებარე კელიას მოედო. მთლიანად დამწვარია მეორე სართული. სასულიერო პირების საცხოვრებელი ხისგან იყო დამზადებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 მ² ფართობი.

ხანძრის გაჩენის დროს კელიებში ბერები არ იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მარტვილის მამათა მონასტრის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ისინი ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.

ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

 

 

 

დღის ამბები