06 მაისი 2024,   23:19
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება - იუსტიციის საბჭოდან გათავისუფლებულ მოსამართლე თამარ ლალიაშვილს, იუსტიციის სამინისტრომ 10 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება - იუსტიციის საბჭოდან გათავისუფლებულ მოსამართლეს თამარ ლალიაშვილს, იუსტიციის სამინისტრომ 10 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. 

თამარ ლალიაშვილს, უკანონო გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომაც დაუკმაყოფილა და საქმე განსახილველად ლევან მურისიძეს გადასცა. ლალიაშვილი დარწმუნებულია, რომ მესამე ინსტანცია მის საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, რადგან მისი სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება 2006 წელს თავად ლევან მურუსიძემ მიიღო.

„იყო ჩადენილი უკანონობა, ეს თქვა ევროპულმა სასამართლომ და ეს უნდა თქვას ქართულმა სასამართლომაც, მაგრამ არა მგონია ახლა მურუსიძის სასამართლომ ეს თქვას, რომ მურუსიძემ კანონი დაარღვია. ხომ ვხედავთ რა დღეში არიან. მოსამართლეთა დიდი პროცენტი, ანუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში, რომლებიც მჯიღს ირტყამდნენ და ამბობდნენ, რომ დიახაც, ჩვენ მურუსიძე ვართ იმიტომ, რომ მურუსიძე არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ თანამდებობიდან არავინ გაგვათავისუფლებს. არა კანონი, არამედ მურუსიძე. დააკვირდით, ანუ პერსონებზეა ისევ საუბარი, პერსონები არიან გარანტი სასამართლოს დამოუკიდებლობის და არა კანონი,“- აცხადებს ლალიაშვილი.

დღის ამბები